English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 2 ∘ ლინა პილელიენე
თეორიული შეხედულებები მოქალაქეთა კმაყოფილების შესახებ: გაზომვა და მოდელი

ბოლო წლებში ადგილობრივი მარკეტინგი იპყრობს მეცნიერთა და პრაქტიკოსთა დიდ ყურადღებას. ისეთი ადგილები, როგორიცაა ქვეყნები, ქალაქები ან სხვა სახის ტურისტული დესტინაციები, ეწევიან კონკურენციას, რათა ხელსაყრელი პოზიცია დაიკავონ მომხმარებელთა აზროვნებაში. მეორეს მხრივ, თანამედროვე მომხმარებლები ძალიან ინფორმირებულები არიან, მათ ბევრი რამ აქვთ ნანახი და მოსმენილი და მათზე შთაბეჭდილების მოხდენა სულ უფრო რთულდება. იმისათვის, რომ მომხმარებლებმა მიიღონ უკეთესი წინადადებები, რაც გამოიწვევს მათში პოზიტიურ შეფასებებს, საჭირო ხდება მომხმარებელთა კმაყოფილების შეფასება.

მომხმარებელთა კმაყოფილება არის მრავალგანზომილებიანი კონსტრუქცია: მრავალი ფაქტორი განაპირობებს მის ჩამოყალიბებას. ამიტომ, კმაყოფილების გაზომვის მიზნით, ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუწყონ მას, აგრეგირებულნი არიან  ინდექსში. კმაყოფილების ინდექსები შეიძლება დაიყოს ორ მთავარ მიმართულებად: ობიექტზე დაყრდნობით და სუბიექტის მიხედვით. ასევე, პოპულარულია ორივეს კომბინაცია. ობიექტზე დაფუძნებული კმაყოფილების ინდექსების მაგალითებად შეიძლება დასახელდეს სუპერმარკეტების მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსი; მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებით; მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსი კვების მომსახურებით და ა.შ. როგორც ჩანს, მომხმარებელთა კმაყოფილება იზომება სხვადასხვა ობიექტებთან მიმართებაში. კმაყოფილების ობიექტიდან გამომდინარე, შესაძლოა შეფასდეს სხვადასხვა ზემოქმედების ფაქტორი. ამასთან, ხშირად გამოიყენება მომხმარებელთა კმაყოფილების უნივერსალური კითხვარები (იგივე ცვლადების გამოყენება, დარგის ან ბიზნესისგან დამოუკიდებლად). კმაყოფილების ინდექსების სხვა კატეგორია თემატურია. ამ კატეგორიაში ყველაზე პოპულარული ინდექსებია: ტურისტების კმაყოფილების ინდექსი; პაციენტის კმაყოფილების ინდექსი; მყიდველის კმაყოფილების ინდექსი; თანამშრომელთა კმაყოფილების ინდექსი და ა.შ.როგორც კმაყოფილების კომბინირებული ინდექსების მაგალითები, ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ ტურისტების კმაყოფილების ინდექსის მაგალითი ევროპის საზაფხულო საარდადაგებო დესტინაციებზე. ასეთი კომბინირებული ინდექსები ძალიან ადაპტირებულია სიტუაციასთან, გარემოებებთან; ამიტომ, ისინი გარკვევით უზრუნველყოფენ ინფორმაციას მოცემული საკითხის შესახებ.

საკვანძო სიტყვები: მარკეტინგი, კმაყოფილება, ინდექსი, მომხმარებელი, ფაქტორი.

JEL Codes: D18, M30, M31, M37